სამოქალაქო აქტივიზმი და მედეგობის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ, ცენტრისგან მოშორებულ სოფლის მოსახლეობისთვის, – ეს არის მთავარი მიზანი ასოციაცია “ტოლერანტის” ახალი პროექტის, რომელსაც TOK TV-სთან ერთად ახორიცელებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 35 სამოქალაქო აქტივისტის გადამზადება, რომელიც შეუერთდება უკვე არსებულ 6 სათემო ორგანიზაციას და საკუთარ სოფლებში დაიწყებენ ადვოკატირების კამპანიას და ჩაერთვებიან ინიციატივაში “მასწავლე ქართული უფასოდ.”
პროექტის “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში”, სამიზნე მუნიციპალიტეტებია ახალქალაქი, ნინოწმინდა და წალკა.
პროექტი ხორციელდება BREN-ის მიერ, “მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალურ ქსელთან” და “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან” პარტნიორობით. მონაწილეების შესარჩევად კონკურსი მალე გამოცხადდება.