ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნა. – ინფორმაციას meduza ავრცელებს.
სასამართლო პროცესი პირდაპირ, განყოფილებაში გაიმართა. Meduza -ს ცნობით, პროცესის შესახებ არც ადვოკატი და არც თავად ნავალნი არ გააფრთხილეს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გუშინ რუსეთში დაბრუნებისთანავე აეროპორტში დააკავეს. ნავალნის თანმხლებ ადვოკატს კი მასთან გაყოლის უფლება არ მისცეს.
რუსეთის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი მასზე დაკისრებული პირობითი მსჯავრის „მრავალჯერ დარღვევის გამო“ დააკავეს.
რუსეთის პროკურატურა პოლიტიკოსს თანხის თაღლითურად მითვისებასა და დახარჯვაში ედავება. მანამდე რუსეთმა მას ულტიმატუმი წაუყენა სასწრაფოდ დაბრუნება და ციხე.