უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინში აღარ მოხვდებიან, თუმცა მათ თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც მოუწევთ – ამის შესახებ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქე წარადგენს PCR ტესტს, რომელიც ბოლო 72 საათში ჩაიტარა და უარყოფითია, ის 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა; თუ მოქალაქე ტესტირების პასუხის გარეშე დაბრუნდება ქვეყანაში, ის 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.
„იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც არ ექნება თვითიზოლაციაში გადასვლის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ კოვიდსასტუმროებში განთავსებას“ – ამბობს ბერდია სიჭინავა.