საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 23-ია. ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააჟღერა.
განახლებული მონაცემი ასახული არ არის სამთავრობო საიტზე stopCov.ge-ზე. ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავუკავშირდით, თუმცა მათ ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
დღეს ოფიციალურად განაცხადეს კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის გარდაცვალების შესახებ. აქედან ერთი ბათუმში, ერთი კი ქუთაისში.