ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყირიმ–კონგოს ცხელებით დაავადების რისკები იზრდება. ამიტომ საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად, სურსათის ეროვნული სააგენტო სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს.
სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო, დაავადების გადამტანი ჰექტოპარაზიტები ზაფხულში, ტემპერატურის მატებისას აქტიურდებიან. განსაკუთრებით საშიში ყირიმ–კონგოს ცხელებაა, რომელმაც ადამიანისთვის ლეტალური შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სეს-ი მოუწოდებს ფერმერებს:
- შინაური ცხოველი უსაფრთხოების წესების დაცვით შესაბამისი პრეპარატებით დაამუშაონ;
- მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
- ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ;
- დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება და როგორ დავიცვათ თავი? ვნახოთ ინტერვიუ ანაიტ ლოკიანთან ჩვენი არქივიდან: საჭირო ინფორმაცია ყირიმ კონგოს შესახებ — ინტერვიუ ანაიტ ლოკიანთან