მარნეულის ცენტრში, პოლიციის შენობასა და საოლქო საარჩევნო კომისიასთან სპეცრაზმი და პოლიციელები ყვითელი ავტობუსებით არიან მობილიზებული. ამასთან ტრანსპორტში განთავსებულია პოლიციის სპეცრაზმის აღჭურვილობა, მათ შორის ფარები და ჩაფხუტები. შსს სპეცდანაყოფების მობილიზებას მშვიდი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის მოტივით ხსნის. კითხვაზე თუ კონკრეტულად რას ემსახურება ადგილზე სპეცრაზმის ყოფნა უწყებაში არ პასუხობენ.
“სპეცტექნიკის გადაადგილება, პოლიციელების გადაადგილება არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.