კორონავირუსზე გამოკვლეული რელიგიურ ჯგუფებში ინფიცირების მაჩვენბელი 1 %-ზე ნაკლებია – პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისთვის სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის 2 ათასამდე წარმომადგენელია გამოკვლეული. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე ერთი პროცენტზე ნაკლებია ბაზრობაზე მოვაჭრეების ინფიცირების მაჩვენებელი.
„6 ათასს გადაცდა ტაქსის მძღოლების ტესტირება და ჩანს, რომ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 0,7 % უნდა იყოს ტაქსის მძღოლებში დადებითი შემთხვევა. ასევე მოიმატა ბაზრობებზე მოვაჭრეების ტესტირების რაოდენობამ, 4 ათასი ტესტირება ჩატარდა და შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. 2 ათასს გადაცდა სხვადასხვა რელიგიის მსახურების გატესტვა და შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით ერთი პროცენტია“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
მისივე თქმით, ახალი წლის პერიოდი ინფიცირების მაჩვენებელზე მკვეთრად უარყოფითად არ ასახულა.
“ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში 8 %-ზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 10 %-დან . ეს არის საიმედო შედეგი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”
მისივე თქმით, ძალიან ბერ ქვეყანაში უკვე დაწყებულია მესამე ტალღა და საქართველო ცდილობს ისევე აიცილოს ეს როგორც პირველი ტალღის შემთხვევაში მოხდა.