ფშავში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში მცხოვრებ მწყემსს უკვე 8 დღეა ეძებენ.
ჩვენი რედაქცია ახალი დეტალების გასარკვევად, დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სადაც გვითხრეს რომ კლავ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და ამ დროისთვის ახალი არაფერია. ჩვენ კითხვაზე აპირებენ თუ არა სამძებრო სამუშაოების ტაქტიკის შეცვლას ან დამატებითი ძალების მობილიზებას? გვითხრეს: ,, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვიპოვოთ. ჩართულები ვართ მაქსიმალურად, შეგიძლიათ ნებისმიერს ჰკითხოთ როგორ ვმუშაობთ” – გვითხრა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა გიორგი თუხარელმა.
ადგილობრივი თოზუ გულმამედლი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოები გააქტიურდა მას შემდეგ რაც საკითხით მედია დაინტერესდა. “ვერტმფრენი ორჯერ იყო, თუმცა არ არის საკმარისი.”-გვითხრა მან.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.