მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. შსს- განმარტებით, მათ სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ოპერაცია გაასაიდუმლეს.
სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
შსს-ს კვლავ არ განუმარტავს რა გზით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი 2 წუთში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გარეშე დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ დააკავეს პირი, რომელის სახლშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.