განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი დააკავეს, – ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ძალადობს სამართალდამცავი შშმ პირზე. გამოძიება პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.
როგორ აფასებს ვიდეოზე ასახულ ფაქტს ახალციხეში არსებული ორგანიზაცია, “თანადგომა შვილებს” ხელმძღვანელი მაია გაჩეჩილაძე, რომელიც წლებია შშმ პირების საჭიროებებზე მუშაობს.