ახალციხის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში საბავშვო ბაღის მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც 100 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გეგმავენ საძელის, წყალთბილას და მინაძეს საბავშვო საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციას.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 6-9 ივლისს იწარმოებს, სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 3 თვეა.