აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ნატოს გენ.მდივანს მიმართავს

January 19, 2021

„შეწყვიტოს ორმაგი სტანდარტის პრაქტიკა და რეგიონის ქვეყნების თავისიანებად და უცხოებად დაყოფა“.- ასე გამოეხმაურნენ ოკუპირებულ აფხაზეთში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის კომენტარს, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მცდელობას ხელი შეუშალოს საქართველოსა და უკრაინას გახდნენ ნატოს წევრები. იენს სტოლტენბერგის თქმით, “თითქმის პროვოკაციაა” სუვერენული სახელმწიფოს მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების ეჭვქვეშ დაყენება.

“ფედქებადსაშიში”- ასე აფასებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს სტრატეგიას სამხრეთ კავკასიაში. ე.წ სამინისტროს განმარტებით სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით 2008 წელის “ბრწყინვალე შეხსენებაა” იმის თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსა და დასავლეთის სამხედრო ბლოკის კავშირს.  

“საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში – ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება…რუსეთს, ჩარევის, დაბლოკვის და სუვერენული ქვეყნების წევრობის სურვილის შეჩერების მცდელობის უფლებაც არ აქვს“,- ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ საგარეო საკითხებზე, პარიზის სამეცნიერო სკოლის მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაზე გააკეთა.