ყალბი ამბები, არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამოვლენა, პირადი და საჯარო ინფორმაციის გამიჯვნა, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენა – BBC Media Action-ის მიერ სპეციალურად რუსულენოვანი ქართული მაუწყებლისთვის შექმნილი არჩვენების გაშუქების სახელმძღვანელო იმ დილემებსა და გამოწვევების ეთიკურ გაშუქებას გვთავაზობს, რომელიც საპარლამენტო არჩვენების წინ ქვეყანაშია შექმნილი. 11 გვერდიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ჟურნალისტებს პოლარიზებული მედიაგარემოს პირობებში მაღალი სტანდარტით მუშაობის რეკომენდაციებს უწესებს. მათ შორის, მკაფიოდ განსაზღვრულია თანაბარი პირობების შექმნა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების შერჩევისა და მათი დამუშავების პრინციპები, მედია კონტენტი ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალია. BBC Media Action-თან პარტნიორობის ფარგლებში გაიდლაინი TOK TV-სთვის ბრიტანელმა ექსპერტებმა შექმნეს და მისი ეფექტური გამოყენების მიზნით ფილიპ აბრამსთან ონლაინ შეხვედრაც გაიმართა.
TOK TV 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით იხელმძღვანელებს და გარდა პარტიების მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო გეგმების ანალიზისა, საზოგადოებას დებატებსაც შესთავაზებს.