ბოლო 24 საათში ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758 გახდა. ინფორმაცია სამთავრობო ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. 31-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1300-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 6633 მოქალაქე.
სექტემბერში ქვეყანაში კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება. პანდემიის შემდეგ ასეულზე მეტი შემთხვევა პირველად 12 სექტემბერს. მას შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი კი ასეთია:
- 13 სექტემბერი – 152;
- 14 სექტემბერი – 165;
- 15 სექტემბერი – 170;
- 16 სექტემბერი – 196.