COVID-19-ის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარიდანაა

September 22, 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი. სამთავრობო საიტის stopcov.ge-ის ინფორმაციით, სულ საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევა, რომელთაგან 1574 გამოჯანმრთელებულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განმარტებით, ახალინფიცირებული 218 პაციენტი რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება.

  • აჭარაში- 137 ;
  • თბილისი -47;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6;
  • იმერეთი – 26;
  • გურია – 2.

მარინა ენდელაძის თქმითვე, ქვეყანაში ამ ეტაპზე 16 კრიტიკული პაციენტია. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ დღეს პირველი დღეა, როცა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 200-ს აღემატება.

Leave a Reply