2020 წლის ბოლოსთვის StopCoV ფონდში 138.3 მლნ ლარი იყო მობილიზებული – საჯარო ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოგვაწოდა.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ფონდში არსებული თანხა შემდეგი მიმართულებით განაწილდა:
1. 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად, ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროსთვის 123.7 მლნ ლარი გამოიყო.
2. 5.7 მილიონი ლარი გადაერიცხა განათლების სამინისტროს, სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საწმენდი და სადეზინფექციო მოწყობილობების შესასყიდად.
3. ცხელი ხაზების „112“ და „144“ IT ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 3.6 მლნ ლარი გადაერიცხა.
როგორც უწყება ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, STOPCOV ფონდში 2021 წლის 25 იანვრის მდგომარეობით 7 მლნ ლარამდეა დარჩენილი.