SWIFT აცხადებს, რომ ემზადება რუსული ბანკებისთვის დაწესებული შეზღუდვების შესასრულებლად

February 27, 2022

Reuters თქმით, საერთაშორისო გადახდების სისტემა SWIFT-მა შაბათს განაცხადა, რომ ემზადება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მიღებული ახალი ზომების უახლოეს დღეებში განსახორციელებლად, რომლებიც შეეხება მთელ რიგ რუსულ ბანკებს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის ქვეყნებთან, რათა გავიგოთ იმ სუბიექტების დეტალების შესახებ, რომლებიც დაექვემდებარებიან ახალ ზომებს და ვემზადებით ვიმოქმედოთ სამართლებრივი ინსტრუქციის თანახმად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ცოტნე ყურაშვილი