ახალქალაქში, ერთ-ერთი პირის საცხოვრებელი სახლს ჩხრეკის შედეგად უკანონო 2 მჭიდი და 96 ვაზნა ამოიღეს, ხოლო პირი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ტარების გამო დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, ბოლო პერიოდში თბილისში და და რეგიონებში ჩატარებული ოპერაციული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შედეგად 9 პირი დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.