რა მოიმოქმედა ახალციხის საკრებულომ, სასწავლო წლის დაწყებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასმელი წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად , – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს და რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა მოითხოვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფო ხორგუანი გვაწვდის.
საუბარია,სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც ახალციხისა და რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლებში გამოვლინდა სასმელ წყალში სხვადასხვა სახის სერიოზული დარღვევები.
დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ლომიძეს, იგი გვიდასტურებს წერილის მიღებას და ამბობს რომ საკითხის მოკვლევა დაიწყეს.
ჩვენ ასევე დავინტერესდით რამდენად არის დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასმელი წყლის გაუმჯობესების სამუშაოები, აღნიშნულზე ვცადეთ დავკავშირებოდით ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა ხმალაძეს, თუმცა იგი ტრადიციულად ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
აქვე გეტყვით რომ საგაკვეთილო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.