ყველა კრიზისული და საკვანძო მომენტი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მორიგ ჯერზე გვარწმუნებს რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერება. შვედეთი არის ამ კუთხით სამაგალითო პრაქტიკის და გამოცდილების ქვეყანა.
სწორედ შვედეთის საელჩოს დახმარებით, სპეციალური პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად, ჯერ გავეცანით და შემდეგ შევიმუშავეთ ორიგინალი პროექტი საქართველოსთვის. “გაერთეთ მედიაწიგნიერებით” არის პროექტი გათვლილი საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებისათვის, რაც ამ პროექტის იდეას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.
პროექტის ფარგლებში გავაანალიზეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა, გავეცანით არაერთ ხელსაწყოს და შევარჩიეთ EAS-ის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა, რომელიც ვთარგმნეთ 4 ენაზე: ქართული, სომხური, ოსური და რუსული.
პროექტის გუნდი, რომელიც პრაქტიკოსი ჟურნალისტებისაგან, სტრატეგიული კომუნიკაციების და მედიაწიგნიერების დარგის სპეციალისტებისაგან შედგება, განმარტავს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საქართველოში მსგავსი კონტენტი ჯერ არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ონლაინ სივრცეში არსებულ გამოწვევებს, სამიზნე რეგიონებში ენობრივი ბარიერის პრობლემაც ემატება. ამიტომ, კრიტიკულ აზროვნებასა და ციფრული სამყაროს უნარებზე, ადრეული ასაკიდანვე საუბარი თანამედროვე ბავშვების ცხოვრებას მეტად დაცულს და საინტერესოს გახდის.
“დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში ონლაინ სივრცე შესაძლებლობებთან ერთად, დიდ საფრთხეებს გვიქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევებს ახალი თაობა სათანადოდ მომზადებული შეხვდეს. სკოლებისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით, მუშაობა არ მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ენობრივი ბარიერის პრობლემა. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის 4 ენაზე ადაპტირებული კონტენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადრეული ასაკიდანვე მათი კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ, ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ეს რესურსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალგაზრდებში ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბების პროცესში,” – ნინო ჩიბჩიური, პროექტის გუნდის წევრი და ნეო ტვ-ს ხელმძღვანელი
ნახეთ ვიდეოები ქართულ ენაზე:
ნახეთ ვიდეოები სომხურ ენაზე:
ნახეთ ვიდეოები ოსურ ენაზე:
ნახეთ ვიდეოები რუსულ ენაზე: