200 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება ნინოწმინდაში, სოფ. ტამბოვკის რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ჭერის,კედლების და იატაკის შეკეთება, კარების და ფანჯრების შეცვლა,არსებული აგურის ტიხრების დემონტაჟი.
წინადადებების მიღება 21-24 მარტს იწარმოებს და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.