ავტორი: სოფიკოქარცივაძე
პროფესიონალური, მე-5 ლიგის თამაშები აპრილში იწყება. მასში აღმოსავლეთ საქართველოს 20 გუნდი ჩაერთვება.
კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი პროფესიონალურ, მე-5 ლიგის თამაშებში მონაწილეობის მიღებისათვის დაფინანსებას ითხოვდა. მოიპოვა თუ არა დაფინანსება და ვისგან? კითხვებზე ჩვენ კლუბის პრეზიდენტი, გია ფუტკარაძე გვპასუხობს.
„იქიდან გამომდინარე, რომ წლიური საწევრო 7000 ლარს შეადგენს, ეს თანხა არ იყო საკმარისი. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ორგანიზაცია „ეს წალკაას“, სასპორტო სკოლისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, გუნდმა მოიპოვა საჭირო რესურსი, რომ მონაწილეობა მივიღოთ პროფესიონალურ, მე-5 ლიგის თამაშებში“.
ასევე, მან განაცხადა, რომ საჭირო თანხის ნახევარი შეგროვდა, თუმცა გუნდი ფინანსურ დახმარებას კვლავ საჭიროებს.
გია ფუტკარაძე გვეუბნება, რომ მთავარი მიზანი გამარჯვებაა. Მინიმუმ – მოწინავე რიგებში მოხვდერა.
წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ 2020 წელს ჩამოყალიბდა და დაარსების დღიდან ქვემო ქართლის ჩემპიონია. კლუბს ჰყავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ფეხბურთელები. აგრეთვე, ქალთა გუნდი, რომელიც სამომავლოდ, პროფესიონალურ ლიგა 2-ში მიიღებს მონაწილეობას.