ავტორი-სოფიკო ქარცივაძე
წალკის სახანძრო – სამაშველო განყოფილების ბრიგადამ 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. ფაქტს წალკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი მარატი უშხვანი გვიდასტურებს . „ ღამით 23:00 შემოვიდა შეტყობინება, რომ ადამიანს დახმარება სჭირდებოდა. დიდთოვლობის გამო სოფელ კოხტისკენ გზის გაგრძელება ვერ შევძელით და ფეხით მოგვიწია 2 კილომეტრზე მეტი გზის გავლა. მამაკაცი თოვლში იყო ჩარჩენილი, სიარული არ შეეძლო, ამიტომ სამაშველო მანქანამდე ხელით მივიყვანეთ.“
წალკის კლინიკაში გვეუბნებიან, რომ მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება: „პირველი ხარისხის მოყინვაა. პაციენტს აღენიშნება ციანოზი, სიწითლე, შეშუპება. პაციენტი სტაბილურადაა, გამოვიდა კონტაქტზე, თუმცა ერთ კვირიან მეთვალყურებას საჭიროებს,“- აღნიშნა მორიგე ექიმმა, ლალი აბულაძემ.
წალკაში დიდთოვლობა რამდენიმე დღეა გრძელდება. თოლის საფარი 1 მეტრს აღებატება. თოვლის და ქარის გამო სპეცტექნიკას გზის გამწმენდითი სამუშაოების ჩატარება უჭირს.