წალკაში კულტურის სახლის მშენებლობა იგეგმება, რომლისთვისაც 4 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ორსართულიანი ვიტრაჟული შენობის მშენებლობა, ღია საგამოფენო დასასვენებელი სივრცით, მუზეუმით, მუსიკალური სასწავლებლით, საცეკვაო დარბაზით და სტუდიით, ასევე გათვალისწინებულია 325 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზის მოწყობა.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თანხის 95 % სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 22 დან 27 მარტის ჩათვლით იწარმოებს.