ჩვენ ახლა წალკაში ვართ, სოფელ კოხტაში, ევროკავშირის დაფინანსებით გახსნილი თანამედროვე სკოლის შენობის პირდაპირ, კოხტა მედიათეკაში. კადრებში თქვენ იმ ახალგაზრდებს ხედავთ, რომლებიც ახალშენიდან, ბეშტაშენიდან, თრიალეთიდან და კოხტიდან განათლებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გვიყვებიან რომ მათ დასავლურ განათლების, ევროკავშირის და გაცვლითი პროგრამების შესახებ ბევრი რამ აინტერესებთ.
როგორ უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები გაცვლით პროგრამებში და როგორია ის შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ახალგაზრდებს სთავაზობენ? ამ თემებზე მედიათეკაში შეკრებილებს საკუთარ გამოცდილებაზე, ევროკავშირის როლსა და მისი ჩართულობით განხორციელებულ პროექტებზე სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი, ერასმუს +-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე, მასწავლებელი ირა ძირკვაძე ესაუბრა. რა იყო მნიშვნელოვანი მედიათეკაში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის.
ჩვენ ეს მათ შეხვედრის დასასრულს ვკითხეთ. აქ სინქრონი, სადაც ამბობენ რომ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები და დღეს აქ გავიგეთ, ბევრი ახალი გაიგეს.
ტოკტვ–მს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით წალკაში კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა. ამჯერად ახალგაზრდები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ჩვენ უკვე მომდევნო სიუჟეტში მოგიყვებით.