მესხეთის კულტურულ მრავალფეროვნებას ბევრი გარემოება წარმოაჩენს, მათ შორისაა ისტორიული, მაგრამ მივიწყებული და საფრთხის ქვეშ არსებული რელიგიური საკულტო ნაგებობები. მათ შორის არის ქართველი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთები.
სოფელი ფერსა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ფერსას მეჩეთი აგებულია მე-20 -საუკუნის დასაწყისში, ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერ, რომლებიც 1944 წელს შუა აზიაში გადაასახლეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში შემორჩენილია 1927 წელს აგებული მეჩეთი. რომელიც ქრისტიანული ტაძრის მოპირდაპირედ მდებარეობს.
სოფელში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად, გადმოცემის თანახმად მეჩეთი აუშენებიათ ადიგენელ მუსლიმებს, ხურცისძესა და იორდანისძეს. ისინი მოსალოცად მექაში იმყოფებოდნენ, საიდანაც დაბრუნების შემდეგ მეჩეთი სოფელშიც აუშენებიათ.
რაც შეეხება სოფელ ზიკილიას, აქ არსებული მეჩეთი 1897 წელს არის აგებული, ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერ. დარგის მცოდნეები მას არქიტექტურული ტიპით არ განასხვავებენ სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული მეჩეთებისგან. ასევე ამსგავსებენ აჭარულ და ლაზურ ჯამეებს.
ფერსას, საყუნეთის და ზიკილიის მეჩეთებს 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ფოტოები მოგვაწოდა: კავკასიურმა ინსტიტუტმა – რუსუდან აფციაური