ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში 2021 წლის განმვალობაში და როგორია გამოძიების მაჩვენებელი? პასუხები ამ კითხვებზე ჩვენ შსს-გან საჯარო ინფორმაციის წესით გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხად მხოლოდ უწყების ვებ გვერდის ბმული მივიღეთ, რომელზეც დანაშაულის სტატისტიკაა მოყვანილი კონკრეტული მუხლების და რეგიონების გარეშე.
უწყების მიერ მოწოდებულ ბმულზე ვერა, მაგრამ შსს-ს ვებ გვერდზე ჩვენ მაინც მივაკვლიეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაგალითად, 2021 წლის განმვალობაში სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, შსს-ს ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, რაოდენობა 360 შეადგენს. ამავე წყაროს მიხედვით, რეგიონში გასულ წელს 208 შემაკავებელი ორდერი გაიცა. ამათგან ძალადობის მსხვერპლი იყო 157 ქალი და 33 მამაკაცი, ხოლო მოძალადე – 22 ქალი და 148 მამაკაცი.
IDFI-ს იურისტი, ნიკოლოზ ბოლქვაძე გვეუბნება, რომ საჯარო უწყებებს ვალდებულება აქვს საჯარო წესით გამოთხოვილ ყველა ინფორმაციას დეტალურად გასცეს პასუხები. მიუხედავად იმისა, იქნება ეს მათ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული თუ – არა.
რაც შეეხება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულის გამოძიების მაჩვენებელს, აღნიშნულზე უწყებამ საერთოდ არ გვიპასუხა.
რა უდნა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უწყება და ადმინისტრაციული ორგანი საჯარო ინფორმაციაზე პასუხს ან ნაწილობრივ, ან საერთოდ არ გვაწვდის? – IDFI უკვე მესამე თვეა მსგავს საქმეებს სწავლობს და პირებს იურიდიულ დახმარებას უწევს.