არის რუსეთის მხრიდან ჩარევის რისკი, რაც საკმაოდ ნათელია კიბერსივრცეში, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ არსებობდეს საქართველოსთვის ომის გავრცელების გარდაუვალი რისკი.
ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორც ღირებულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში,
მეტად მნიშვნელოვანია.რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ომზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.
ჩვენ მიერ გადადგმული მესამე ნაბიჯი მიზნად ისახავდა მცდელობას დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო, ხოლო დანარჩენები – ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა.
საქართველოსვე სწორედ დღეს აღიარებული ფარგლებში უნდა გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირში/ნატოში.
ჟურნალისტი: თქვენ 6 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვით, რომ კარგად გესმით ქართული საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც ციტატა: „შეშფოთებული არიან რისკებით, რა მოხდება, თუ რუსეთი ფრონტის მეორე ხაზს გახსნის. მაგრამ მე მჯერა, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება. არ მჯერა, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ ახლა. ამიტომ ჩვენი შეფასებაა – რასაკვირველია, რისკები არსებობს, რისკები ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად.“
პირველ რიგში მინდა გკითხოთ, დღეს ორი თვის შემდეგ ამ ინტერვიუდან, კვლავაც ასე ფიქრობთ თუ არა?
რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ომზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.
ჰავიერ კოლომინა: ძირითადში, ჩვენი შეფასება იგივეა: ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის არის ერთადერთი პასუხისმგებელი ომზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც ხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენ მათ რეალურად ვუყურებთ, როგორც ერთადერთ პასუხისმგებელს ყველაფერზე, რაც ხდება: სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების კრიზისზე. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ რისკს, როგორც ორი თვის წინ ვთქვი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის რუსეთის მხრიდან ჩარევის რისკი, რაც საკმაოდ ნათელია კიბერსივრცეში დეზინფორმაციის თვალსაზრისით, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ არსებობდეს საქართველოსთვის ომის გავრცელების გარდაუვალი რისკი. ეს ორი თვის წინ ვთქვი და კვლავაც მიმაჩნია, რომ ეს არ მოხდება, რადგანაც, ჩვენი აზრით, არის გარკვეული რისკები ჩარევის კუთხით, მაგრამ არა ამაზე მეტი. ჩვენ გადავწყვიტეთ გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი მრავალმხრივად, და ეს იყო ფაქტობრივად იმ გადაწყვეტილებების ნაწილი, რომელიც მივიღეთ მადრიდში სამიტზე; კონკრეტულად თქვენი ქვეყანაზე მორგებული მხარდაჭერის ზომები დამტკიცდა უმაღლეს დონეზე სახელმწიფო მეთაურების მიერ.
ჩვენ მიერ გადადგმული მესამე ნაბიჯი მიზნად ისახავდა მცდელობას დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო, ხოლო დანარჩენები – ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა.
ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ხართ, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიოთ და მუშაობთ თანამშრომლობის ახალ ზომებზე. კონკრეტულად რაზეა საუბარი?
ჰავიერ კოლომინა: ნატო ხაზგასმით რეაგირებდა უკრაინაში რუსეთის ომზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სხვადასხვა საშუალებებით. ალბათ ორი ყველაზე თვალნათლივი პასუხი იყო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ აღმოვუჩინეთ უკრაინას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს; მეორეს მხრივ, ასევე გავწვრთენით უკრაინული შეიარაღებული ძალები. ჩვენი რეაგირება ასევე მოიცავდა იმას რაც, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ამოცანა, რომელიც ნატოს ოდესმე განუხორციელებია – ეს იყო ადგილობრივი ომის გლობალურ ომად გადაქცევის პრევენცია. ჩვენ მიერ გადადგმული მესამე ნაბიჯი მიზნად ისახავდა მცდელობას დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ ვუწოდებთ რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი მათგანი არის საქართველო, ხოლო დანარჩენები – ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა. ასე რომ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავამტკიცეთ ამ ქვეყნებზე მორგებული ზომების ერთობლიობა – ეს არის სხვადასხვა კონკრეტული ზომები. ზოგიერთი მათგანი ფაქტობრივად მოცულია ნატო-საქართველოს არსებული პაკეტით, რომელიც ჩვენ ადრე დავამტკიცეთ, მაგრამ არის რამდენიმე სიახლეც იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის, ეფექტურობის გაზრდას, არამედ ასევე ძველი საბჭოთა შეიარაღებიდან თანამედროვე დასავლურ იარაღზე გადასვლას. ამავდროულად, ჩვენ შევქმენით, მაგალითად, ქიმიური და ბიოლოგიური შეტევების წინააღმდეგ მხარდაჭერის პროგრამა, ასევე შევეცადეთ გავზარდოთ თქვენი მონაწილეობა წვრთნებში. მოგეხსენებათ, მარტში უკვე ჩავატარეთ ნატო-საქართველოს წვრთნები და, კვლავაც მსურს აღვნიშნო – თქვენ ამით უნდა იამაყოთ.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები ქართულ შეიარაღებულ ძალებთან, ეს ხაზს უსვამს თქვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას და პროფესიონალიზმს და ამის თქმა მხოლოდ რამდენიმე სხვა პარტნიორს შეუძლია.
და ბოლოს მინდა აღვნიშნო ჩვენი მცდელობა გავზარდოთ ადგილზე ევროკავშირთან და საქართველოსთან განხორციელებული სამუშაოს სინერგიები. ეს არის, ძირითადში, ჩვენ მიერ დამტკიცებული ახალი, საქართველოზე მორგებული ზომების ფუნდამენტური ნაწილი.
ჩვენ დავამტკიცეთ შეიარაღებული ძალების ახალი მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვყავდეს მეტი ძალები და გავზარდოთ მათი მზადყოფნა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოკლე დროში გადაგვეადგილებინა 40 000-მდე ჯარისკაცი; ახლა ჩვენ გვაქვს 300 000-მდე ჯარისკაცის გადაადგილების შესაძლებლობა.
ჟურნალისტი: როგორ შეიცვალა ნატოს სტრატეგია რეგიონში უკრაინის ომის შემდეგ?
ჰავიერ კოლომინა: ჩემი აზრით, რუსეთის ომი უკრაინაში არის ტექტონიკური ცვლილება საერთაშორისო ურთიერთობებში და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. ამ თვალსაზრისით, ნატოს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან და ალბათ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკურ სამხედრო ორგანიზაციას, მოუხდა ადაპტირება, მორგება. 24 თებერვლიდან ჩვენთვის ყველაფერი შეიცვალა ბევრ ასპექტში, მაგრამ სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ განვახორციელეთ ალბათ ყველაზე მასშტაბური ზრდა კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ჩვენ დავამტკიცეთ შეიარაღებული ძალების ახალი მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვყავდეს მეტი ძალები და გავზარდოთ მათი მზადყოფნა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოკლე დროში გადაგვეადგილებინა 40000-მდე ჯარისკაცი; ახლა ჩვენ გვაქვს 300000-მდე ჯარისკაცის გადაადგილების შესაძლებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ წინასწარ განვათავსოთ აღჭურვილობა აღმოსავლეთის ფრონტზე, რათა შეგვეძლოს უფრო სწრაფი რეაგირება და სტრატეგიული კონცეფცია მოიცავს ყველა ამ ასპექტს. და, როგორც უკვე ვთქვი, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს დახმარებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებს, არამედ რეგიონებსაც, რომლებსაც ჩვენ კრიტიკულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და შავი ზღვა მათ რიცხვს მიეკუთვნება.
ეს არ ნიშნავს, რომ ის ადრე არ იყო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, პირიქით. რეალურად, ჩვენ დავამტკიცეთ მნიშვნელოვანი პაკეტი შავიზღვისპირეთისთვის (ვფიქრობ, ეს სამი წლის წინ მოხდა), მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ რეგიონს ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ბევრ ასპექტში – თუნდაც საჰაერო, საზღვაო კუთხით.
ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, როგორც ღირებულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში, მეტად მნიშვნელოვანია.
ჟურნალისტი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შედეგად ნატო-რუსეთის საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა. ნატოს გაფართოების პროცესში, რა ხდება გადაწყვეტილების საფუძველი: შესაბამისი ქვეყნის მზადყოფნა, მისი რეგიონალური გეოპოლიტიკური კონტექსტი თუ რუსული ფაქტორი? და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაინტერესებს საქართველოს გამო – ნატოში გაწევრიანების რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს?
ჰავიერ კოლომინა: ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, პროცესი გამოიწვია მათმა სურვილმა, გახდნენ ჩვენი პარტნიორები. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: გამომწვევი ფაქტორი იყო მათი მზადყოფნა და ნება გამხდარიყვნენ ჩვენი პარტნიორები. რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორს შორის, რამაც გამოიწვია ეს სურვილი, არის გეოპოლიტიკური სიტუაცია და ომი უკრაინაში. მართალია, ისინი მზად იყვნენ; ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ჩვენთან. თავისი როლი ითამაშა ასევე იმან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ძალისა და ურთიერთქმედების მოდალობას, რაც მხოლოდ ფინეთსა და შვედეთს აქვთ და რაც მათ უკვე წლების განმავლობაში აძლევთ საშუალებას ითანამშრომლონ და ეფექტურად გაააქტიურონ თავიანთი ძალები. ამ თვალსაზრისით, ისინი აბსოლუტურად მზად იყვნენ და ამიტომ მათი მოთხოვნა საკმაოდ სწრაფად დაკმაყოფილდა.
საქართველოს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ გზავნილი საკმაოდ ნათელია: კარი ღიაა და თქვენ უბრალოდ უნდა მოემზადოთ ამ კარში შესასვლელად, როდესაც მიაღწევთ მზაობის სასურველ დონეს. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის საჭიროა; ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო მათი მზადყოფნა, ხოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად (რაც მე უკვე არაერთხელ ხაზგასმით ავღნიშნე) საქართველომ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც თქვენ აკეთებთ პრაქტიკული თანამშრომლობის, სამხედრო მოთხოვნების კუთხით… თქვენ ასევე უნდა მიაღწიოთ რეფორმების განხორციელების იმ დონეს, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ და რომელიც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, არა მხოლოდ ნატო-მ, არამედ ევროკავშირმაც, ვენეციის კომისიამ და ა.შ. დაასახელა, როგორც ფუნდამენტური, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაახლოების მიზნით.
საქართევლო სწორედ დღეს აღიარებული ფარგლებში უნდა გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირში/ნატოში.
ჟურნალისტი: გმადლობთ ძალიან დიპლომატიური პასუხისთვის. საქართველოს მოქალაქეები მოელიან ნატოს ღია კარში შესვლის შესაძლებლობას. იმედია, ჩვენ მალე მოვახერხებთ ამას. ნატოზე საუბრისას ხშირად ვიყენებთ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია გაყოფილი ტერიტორიების მქონე ქვეყანას ნატოში გაწევრიანება; მითს ვუწოდებთ იმ გარემოებას, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიები უშილის ხელს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს ნარატივი გაიმეორა. კიდევ ერთხელ განვმარტოთ: ოკუპაციის პირობებში რამდენად აქვს საქართველოს ნატოში გაერთიანების პერსპექტივა, ან რა გავლენა შეიძლება იქონიოს ნატოში გაწევრიანებამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე?
ჰავიერ კოლომინა: ვფიქრობ, ადრე საკმაოდ მკაფიოდ გავეცი პასუხი ამ კონკრეტულ კითხვას. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; გაიხსენეთ თუნდაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვემხრობით საქართველოს გაწევრიანებას ნებისმიერ ფასად, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფით. ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით; ჩვენთვის საქართველო არის საქართველო, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ვიცი, რომ გაჟღერდა ვერსია, თითქოს საქართველო შეიძლება უფრო მარტივად გამხდარიყო რომელიმე ორგანიზაციის პარტნიორი ამ ტერიტორიული დაპირისპირების გარეშე, მაგრამ ჩვენი აზრით, სწორედ დღეს აღიარებული ფარგლებში საქართველო უნდა გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირში ან ნატოში, და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მეტად კონსტრუქციულ ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საქმეში და მივესალმებით იმ მშვიდობიან გზებს, რომლებსაც თქვენ იყენებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობის დასამყარებლად. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ თქვენს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს ის, თუ როგორ იქცევიან რუსები ამ დისკუსიების ფარგლებში, მაგრამ რეალობა ასეთია.
თუმცა ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას; ყოველ ჯერზე, როცა კი ჩამოვდივარ თქვენს ქვეყანაში ან ვთანამშრომლობ თქვენს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მე მხარს ვუჭერ თქვენი მიდგომის ორივე ასპექტს კონფლიქტების მოგვარებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ, მაგრამ ამავე დროს თქვენ მუდამ მზად უნდა იყოთ ხელსაყრელი მომენტისთვის. ჩემის აზრით (მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია), თქვენ გათვლა უნდა გააკეთოთ იმ ნაბიჯებზე, თქვენ უნდა იმუშაოთ ერთიანი ძალისხმევით, როგორც ერთიანმა ერმა.