რა შეიცვალა შშმ ბავშვების რეაბილიტაცია–აბილიტაციის პროგრამაში და რა ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან?
შეგახსენებთ რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023 წლის ბოლოს, შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის 2024 წლის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შედეგად სეანსების რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 192 – შეადგენს, თუმცა სეანსების რაოდენობა 12 თვეზე გადანაწილდა და თვეში მისი რაოდენობა 16-მდე შემცირდა.
ასევე, ცვლილების თანახმად გაცდენილი საათების აღდგენა შეუძლებელი იყო. ეს გადაწყვეტილება იყო მიზეზი იმისა, რომ შშმ ბავშვების მშობლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს სახელმწიფო კანცელარიასთან, შეხვდნენ მინისტრსაც.
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო შშმ ბავშვების მშობლებს საშუალებას მისცემს თავად აირჩიონ როგორ გამოიყენებენ სეანსებს, შეეძლებათ გამოიყენონ როგორც ძველი, ისე ახალი მოდელი.
ნანა კინწურაშვილი ერთ-ერთია ვინც შშმ ბავშვთა საჭიროებებზე სასაუბროდ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა.
,,რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ შშმ ბავშვებს და მათ მშობლებს აყენებდა რთულ მდგომარეობაში“
რა შეიცვალა და რა მიმართულებით უნდა იმუშაოს სამინისტრომ და ხელმისაწვდომია თუ არა რეგიონებში შშმ ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა
ნანა კინწურაშვილი, შშმ ბავშვების მშობელთა წარმომადგენელია. Tok.tv უყვება, რომ შშმ ბავშვებს უამრავი რამ ესაჭიროებათ და სამინისტროსთან ამ საკითხების განხილვას გეგმავენ. ეს ეხება როგორც სამედიცინო კვლევებს, ბოტოქს თერაპიას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
Tok.tv რედაქცია სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოდან ელოდება საჯარო ინფორმაციას შშმ ბავშვთა სერვისებისა და კლინიკების შესახებ, ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
Tags: რეგიონი, სახელმწიფო, შშმ ბავშვები