ავტორები: ინგა ირიციანი, ფილიპ წერეთელი, ლამუნა ირემაშვილი
სტატიის სანახავად გთხოვთ ამოატრიალოთ სმარტფონი
2004-2005 წლები
საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანა და ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკასალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კარიერა იწყება 2003 წელს, როდესაც ის საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა საქართველოში. უკვე ერთ წელიწადში ის ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური გუნდის მაღალი თანამდებობის პირი ხდება. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნა, რომელზეც მან ერთ წელზე ცოტა მეტი დაყო.
ფოტო © JAM-news.net
2006-2010 წლები
ზურაბიშვილი ოპოზიციაში
ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიის შექმნის დღიდან, პრორუსული მედია წერს საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე, როგორც რაციონალურ პოლიტიკოსზე, რომელიც ეწინააღმდეგება „ქვეყნის ტოტალიტარულ ლიდერს“. წყარო. 2006 წელს სალომე ზურაბიშვილმა დააფუძნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა”. Მის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება კრიტიკა და დამცინავი ტონი, მათ შორის ასაკის ხაზგასმით. მაგალითად, 2007 წელს მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეო
დღემდე ინახავს გენდერული და ასაკობრივი დისკრიმინაციის მქონე შინაარსის კომენტარებს.2010 წელს სალომე ზურაბიშვილმა დროებით, პოლიტიკიდან ისევ დიპლომატიაში გადაინაცვლა. მაშინ მან ქართულ მედიას ამცნო, რომ ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზად კი „მინიმალური დემოკრატიის არარსებობა“ დაასახელა.
2012 წელი
“ქართული ოცნების” ეპოქა და ზურაბიშვილის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში
სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ხელახლა 2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოჩნდა და გამოთქვა პრეტენზია იყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი. 4 წელიწადში ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა მთაწმინდის ოლქში.
2018 წელი
ზურაბიშვილი განცხადებები აგვისტოს ომის შესახებ და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კარიერას უწყვეტად გასდევს აგვისტოს ომის შესახებ მის მიერ გამოთქმული პოზიციების გამო კრიტიკა. ის სააკაშვილს და მის პარტიას აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და დღემდე არ იცვლის პოზიციას. Ამის გამო მის მიმართ ხშირად გამოიყენებოდა ოპონენტების მიერ შემდეგი ეპითეტი: “მოღალატე”. 2018 წელს “ქართულმა ოცნებამ” ის Პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. წინასაარჩევნო კამპანიისას მას ხშირად მოიხსენიებდნენ შემდეგი სიტყვებით: ,,უნამუსო ჩათლაშკა“, „ხეპრე, ავყია, უზრდელი”. ამასთან, აქტიურად ჩნდება სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისათვის მისი ენობრივი ბარიერის გამო შეცდომით ან ხარვეზით წარმოთქმული სიტყვების გამო დაცინვა. მისი ერთ-ერთი ფრაზა “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო, მოხვდა პრეზერვატივის შეფუთვაზეც. წინასაარჩევნო პერიოდში ახალქალაქში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, მას ოპონენტების მხარდამჭერები “მოღალატე, მოღალატეს”
ამავე პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა ზურაბიშვილს ,, უნამუსო ჩათლაშკა“ უწოდა, მაშინ როდესაც ის სოფ.ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებთან კომენტარს Სალომე ზურაბიშვილის ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატობა და შემდგომში მისი გამარჯვება ოპოზიციის მიერ მუდმივი კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. მაგალითად, 2019 წელს ზურაბიშვილის უკვე პრეზიდენტის რანგში პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, შემდეგი სიტყვებით: “ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა “ყველაზე ზეპარტიული პრეზიდენტი, საქართველოს ისტორიაში“, – ეს კი Სალომე ზურაბიშვილის მისამართით, 2018 წელს ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამი სიტყვებია. იმ დროისათვის საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს “ქართული ოცნების” მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა, ამავე ფონზე შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის ბილბორდებს, რომლებზეც თავად ის გამოსახული არ იყო. როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, სრული მხარდაჭერა ჰქონდა ,,ქართული ოცნების“ მხრიდან. ასე მოიხსენიებდა მაშინ ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს, ახლა კი მისი შეფასებები გაიგეთ მეტი…როგორ იმეორებდა რუსული მედია “ოცნების” განწყობას ზურაბიშვილისადმი
“გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსი,” – ასე წერს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილზე მას შემდეგ რაც ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სათაურები პროპაგანდისტული გამოცემა Russia Today-ის ვებგვერდზე იწყებოდა სიტყვებით „გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსი. იმ მომენტში რუსული პროპაგანდა აგრძელებდა ფოკუსირებას ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციაზე. ამიტომ, მალე სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილთან დაპირისპირება დაიწყო ნარატივის გამოყენებით, „პირველი ქალი საქართველოს
რუსი პროპაგანდისტების ქება კრიტიკაში გადადის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად საუბრობს. 2023 წლის გაზაფხულზე იწყება პროტესტი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი ვერსიის წინააღმდეგ. პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს ქუჩის საპროტესტო აქციებს, რაც დიდად აღიზიანებს პრორუსულ საინფორმაციო ველს. სალომეს ეძახიან “საფრანგეთის დევნილობას”, ასევე მიუთითებს მის პრორუსული გამოცემა „ვზგლიადი“, რომელიც ზურაბიშვილს „პრეზიდენტ-შას“ უწოდებს, პირიქით, მას რუსოფობიას ანიჭებს და პარალელებს ავლებს რუსეთის საინფორმაციო სფეროში არსებულ სააკაშვილის იმიჯთან. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სალომეს საფრანგეთის კუთვნილებაზე და ამიტომ, ვიდეოს ავტორის თქმით, პრეზიდენტს არ ესმის თავისი ხალხის საჭიროებები.2023-2024 წლები
ოპოზიციაც და ქართული ოცნებაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხყოფები ზიგზაგურად იცვლებოდა და ხელიდან ხელში გადადიოდა ჯერ ოპოზიციას და შემდეგ “ქართულ ოცნებას” შორის. “ივანიშვილის დაქირავებული მხევალი ქალი,“ – შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, მას ,,ივანიშვილის დაქირავებულ მხევალ ქალს უწოდებს.“
ოპოზიციის კრიტიკა და უცენზურო ტერმინოლოგია პირდაპირი ეთერიდანაც ისმინა მაყურებელმა. ”..ექალა”
პრეზიდენტის მიმართ აღნიშნულის თქმისათვის ბოდიში მოიხადა, მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა. ეს კი უკვე ზურაბიშვილი ყოფილი თანაგუნდელის, თეა წულუკიანის ეპითეტია. თუმცა მმართველი პარტია უფრო შორს წავიდა და პირველი ქალ პრეზიდენტს, მისსავე წარდგენილა კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა საკონსტიტუციო სასამართლომ. პარლამენტში მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა, რადგან საჭირო 100 ხმა არ მოგროვდა. “სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება ის გადადგებოდა,” – განაცხადადამეხსენი ჩრდილოელო
Სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კარიერა, შეიძლება ითქვას რომ ახლა საკვანძო ხასიათს იძენს. Მას შემდეგ რა “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკური კურსი სისტემატური კრიტიკის ქვეშ მოექცა ქართული საზოგადოების უმრავლესობის, დასავლელი პარტნიორების, შიდა პოლიტიკური სპექტრის მიერ, პრეზიდენტმა შერყეული კურსოსრის ისტორიული გეზისკენ მიმართვაში საზოგადოების გვერდით დგომა არჩია. შესაბამისად, ის გახდა ადრე მაგინებელი ოპოზიციის ფავორიტი ქალი პრეზიდენტი და ახლა უკვე ქართული ოცნების საგინებელი. “ქართული ოცნება” რუსეთთან თავად შესაძლო ფლირტში მხილებული, უკვე ყოფილ თანამოაზრეს, პროევროპულ და რუსული კანონის მოწინააღმდეგე პრეზიდენტად შერაცხილ ზურაბიშვილს თითქოსდა წარსული დაწუნებისათვის წარსულ ლავროვთან ფლირტაობასა და კეკლუცობაშიც ადანაშაულებს. “ქართულ ოცნებას” უკვე ტრადიციულად პრეზიდენტის შეფასებაში მოჰყვება რუსეთიც. 3 მაისს რუსი პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი საავტორო გადაცემაში, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს მიმოიხილავს და რამდენჯერმე დამამცირებლად მოიხსენიებს ზურაბიშვილს, რომელზედაც მეტ ლაპარაკს აზრი არ
2024 წლის დეკმებრეში 6 წლით არჩეული საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი პოსტს დატოვებს. Მას ვადა ამოეწურება. Მანამ კი ზურაბიშვილი აინიცირებს ქარტიას, ,,ქართულ ქარტიას“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის პოლიტიკურ პარტიებს შეჯერებას სთხოვს.
“შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია,” – დასარული პოეტურად შალვა პაპუაშვილის ციტირებით… თუ ასე “ყველაზე ზეპარტიული პრეზიდენტი, საქართველოს ისტორიაში,” – ირაკლი კობახიძის სიტყვებით.