ამბავი იმაზე თუ როგორ (ვერ) ახერხებს მუშაობას მედია “ოცნების” ღონისძიებაზე …
ციტატა: “მედია თავისუფალია” – ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა
ვანიშვილმა, ბრონირებული შუშის მიღმა სცენიდან, რომელსაც ჟურნალისტები მხოლოდ
შემოსაზღვრული უჯრედიდან აკვირდებოდნენ.
თუმცა სამუშაო რეალობა ყველა მედიისთვის ერთნაირი არ ყოფილა. მაშინ როდესაც
ტოკ ტვ-ს მსგავსად რამდენიმე დამოუკიდებელი მედია, დირექტივის თანახმად,
მკაცრად გამოყოფილ სივრცეში უნდა ყოფილიყო, იყვნენ გამორჩეულებიც, რომლებიც
საკონცერტო სცენას, შესაბამისად ბრონირებულ შუშას და ამ შუშის მიღმა მოსაუბრე
ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად მისულ საჯარო მოხელეებს ახლოდან უღებდნენ.
Რა მიზეზით არ ჰქონდათ ჟურნალისტებს ტერიტორიაზე თავისუფლად გადადგილების
და სპეციალური სივრცის დატოვების უფლება? – აღნიშნული შეკითხვა ადგილზე მყოფ
“ქართული ოცნების” პრესსამსახურის წარმომადგენელს არაერთგზის დავუსვით, ხოლო
პასუხი ერთი და იგივე იყო, ციტატა: “წესია ასეთი.”
წესად ასევე ისიც იქცა, რომ მსგავს პარტიულ კონცერტებზე ნახავთ ბევრ ნაცნობ
საჯარო მოხელეს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს,
საკრებულოს თავმჯდომარეებს და დეპუტატებს, ააიპე-ბის თანამშრომლებს, სკოლის და
საბავშვო ბაღის პედაგოგებს და ა.შ. უფრო მეტიც, ჩვენ რედაქციას რამდენიმემ წყარო
ინფორმაცია მიაწოდა, რომ სპეციალურად კონცერტისთვის მოსახლეობა
მუნიციპალიტეტებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს.
Რატომ ურჩევნიათ იყონ ასე შორს დამოუკიდებელი მედიისაგან “ქართულ ოცნებაში” და
როგორ აისახება ასეთი გადაწყვეტილებები მოსახლეობაზე? – შედეგებზე კოალიცია
მედიის ადვოკატირებისათვის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე გვესაუბრება.
Აახალციხის ცენტრში პარტიულ ღონისძიებაზე მღეროდნენ ჯგუფი, რეზო და ბავშვები.
სცენის მოწყობა კონცერტამდე სამი დღით ადრე დაიწყო, შესაბამისად ამდენივე ხანი
იყო შეზღუდული გადაადგილებაც.
Რამდენ ხანში დაბრუნდება ადგილზე სცენის მოწყობისას მოხსნილი ნაციონალური
მოძრაობის დროს აღმართული საათი მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.