პარტიული სიის პირველი 10 წევრი წარადგინა “ლეიბორისტულმა პარტიამ”

September 26, 2024

საპარლამენტო არჩევნებში, პარტიული სიის პირველი 10 წევრი წარადგინა “ლეიბორისტულმა პარტიამაც” – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სიის პირველი ნომერი შალვა ნათელაშვილია. დეპუტატობის კანდიდატთა სიაში იმყოფება, ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილიც.

სიის შემადგენლობა შემდეგია: 

შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე;

გიორგი გუგავა – პარტიის პოლიტიკური მდივანი;

ლაშა ჩხარტიშვილი – პარტიაში უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი;

მიხეილ ქუმსიშვილი – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი;

ტარიელ კალანდარიშვილი – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;

ნიკოლოზ ვარდოშვილი – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;

ბექა ნათელაშვილი – დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტიის საერთაშორისო მდივანი;

თემურ წიკლაური – პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი;

ირაკლი კიკვაძე – პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

დავით მამალაძე – ადვოკატი. პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.