10 უკანონო ნადირობის შემთხვევა მოხდა გასული თვის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, ყველაზე მეტი, 64 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ჯამში, გასული თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 215 შემთხვევა დაფიქსირდა.
“გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 200 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 15 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი,” – ნათქვამია განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მიუთითებენ, რომ ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვეში ამოღებულია 198 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.