ერთ თვეზე მეტია ანტონ ობოლაშვილი, რომელიც სამცხის მოქმედი დეპუტატი და 2024 წლის არჩევნებში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა სიის 37-ე ნომერია, სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს, თუმცა ამის შესახებ არც წინასწარ ანონსდება და არც მედიას ატყობინებენ.
მსგავსი შეხვედრა გუშინ, სოფელ აწყურში გაიმართა. მის შესახებ ჩვენ მას შემდეგ გავიგეთ, რაც დეპუტატმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რატომ არ ატყობინებენ მსგავს ინფორმაციას ადგილობრივ მედიას? – ვკითხეთ ანტონ ობოლაშვილს.
მან გვითხრა,ციტატა: “გრაფიკს “ქართული ოცნების” შტაბი ადგენს, გრაფიკი ცვალებადია და ალბათ ეს არის მიზეზი, რის გამოც არ გატყობინებენ. რომ გითხრან ერთი ლოკაცია და შემდეგ შეიცვალოს, წარმოგიდგენიათ თქვენი მხრიდან რა პასუხი იქნება? – ძალით შეგვიყვანეთ შეცდომაშიო.”