სულ უფრო ცოტა დრო რჩება ისტორიულად და რეფერენდუმად შეფასებულ არჩევნებამდე. არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატებს მოთხოვნა ინფორმაციაზე, რადგან მოსახლეობის ნაწილი კვლავ გადაუწყვეტელ ამომრჩევლად მიიჩნევს, ნაწილი თვლის, რომ ინფორმაცია არჩევნების ელექტრონული წესის შესახებ არასაკმარისად ვრცელდება, ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ “ერთი ხმა არაფერს წყვეტს.”
თუმცა, ჩვენ ამ სტატიაში არ ვსაუბრობთ იმაზე თუ რა პროგრამები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს (ამას მოგვიანებით შემოგთავაზებთ) არც იმაზე, თუ რა დეზინფორმაცია ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით (ამის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე არჩევანი სიმართლეა – რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ ), ამ სტატიაში ვსაუბრობთ თუ როგორ უნდა გადავამოწმოთ ჩვენი თავი, რომელ სარჩევნო უბანზე ვართ რეგისტრირებულები და რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მისამართზე უცხო პირებს აღმოვაჩენთ.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სოციალურ ქსელში არაერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ საკუთარ მისამართზე ისეთი პირები იყვნენ რეგისტრირებული, რომლებიც რეალურად არ ცხოვრობდნენ და მეტიც, საერთოდ არ იცნობდნენ მათ.
მარტივი რჩევები:
1. იმისათვის, რომ გავარკვიოთ არის თუ არა უცხო პირი რეგისტრირებული ჩვენს მისამართზე, საჭიროა ვეწვიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდს, მოვძებნოთ კატეგორია “გადაამოწმე შენი თავი” და მივუთითოთ ჩვენი პირადი ნომერი, გვარი და ავირჩიოთ ღილაკი “ძიება”. ( ვებ მისამართი: დააჭირეთ აქ )
2. ზემოხსენებული პროცედურის შემდეგ დაინახავთ თქვენს მონაცემებს, (ფოტოს, მისამართს, იმ საარჩევნო უბანს, სადაც რეგისტრირებული ხართ)
ამ მონაცემების ქვემოთ გამოჩნდება გრაფა “ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია” – სწორედ ამ სიის საშუალებით შეძლებთ გაარკვიოთ არის თუ არა უცხო პირი რეგისტრირებული მისამართზე.
(აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ფუნქცია მარტივად მოქმედებს ბინების და დამისამართებული ადგილების შემთხვევაში, ხოლო თუ თქვენ სოფელში ცხოვრობთ, სისტემა ყველა თანასოფლელის მონაცემებს გიჩვენებთ)
აქვე ნახეთ ცესკოს ვიდეო ინსტრუქცია ( დააჭირეთ აქ )
3. თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს მისამართზე უცხო პირია რეგისტრირებული უნდა მივმართოთ იუსტიციის სამინისტროს. თუ სახლის მესაკუთრე ხართ, უნდა დაწეროთ განაცხადი მისამართზე უცხო პირის რეგისტრაციის მოხსნაზე. პროცედურებს 10 დღე სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ არ ხართ სახლის მესაკუთრე, ორ მოწმესთან ერთად უნდა გამოცხადდეთ იუსტიციის სახლში, რომლებიც დაადასტურებენ რომ ამ მისამართზე ბოლო 6 თვეა არ ცხოვრობს აღნიშნული პირი, რომელიც სიაშია და 10 სამუშაო დღეში რეგისტრაცია გაუქმდება.
უფრო დეტალურად პროცედურების შესახებ გვესაუბრება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, მათე ბუბაშვილი.
რამდენად ხშირია უნებართვოდ მისამართზე ჩაწერის შემთხვევები და რას აკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ პრობლემის მოგვარებისთვის? – კითხვებით ცესკოს დავუკავშირდით, თუმცა რამდენიმე დღეა მათგან პასუხი არ გვაქვს. (პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება)
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ემიგრანტებმა და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი, – იხილეთ სიუჟეტი: როგორ უნდა მიცენ ხმა ემიგრანტებმა და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი
ავტიორი: მიშო დარბაიძე – 577681889