მუნიციპალური ღონისძიებები წინასაარჩევნო შეფარული მიზნებისთვის – აიფაქტი საგამოძიებო მასალას აქვეყნებს, სადაც საუბარია მუნიციპალურ ღონისძიებებზე, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაიმართა, სადაც მუნიციპალური ორგანოების და პარლამენტის წარმომადგენლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.
ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ “ქართული ოცნება” ღონისძიებებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს და ამბობენ, რომ ზოგიერთი ღონისძიება მუნიციპალიტეტმა გამოიგონა და წინა პერიოდში
არ არსებობდა, ზოგიერთი ღონისძიებებისთვის კი წელს იმაზე მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ეს გასულ წლებში.
მაგალითად, აიფაქტს მოჰყავს “ადიგენობა”, რომელიც 2023 წელს დაარსდა და ბორჯომობა, რომლის აღსანიშნავადაც გასულ წლებთან შედარებით მეტი თანხა დაიხარჯა.
ადიგენის მერი, ღონისძიების ჩატარებასა და წინასაარჩევნო პერიოდს შორის კავშირს ვერ ხედავს. ბორჯომის მერი კი – ჩვენს ზარებს არ პასუხობს.