ცესკოში, 27 აგვისტოდან – 30 სექტემბრის მონაცემებით, წარდგენილიო იყო 60 სხვადასხვა თემატიკის საჩივარი, ხოლო სასამართლოში – 8, რომელთაგან უმეტესი მათგანი არ დაკმაყოფილდა, – ამის შესახებ ინფორმაცია “სამართლიანი არჩევნების” კვლევაშია ასახული.
კვლევის მიხედვით, საჩივრებიდან და სარჩელებიდან უმეტესი, 53 – საარჩევნო სუბიექტებს ეკუთვნოდათ, ხოლო 7 სადამკვირვებლო ორგანიზაციას. მათ შორისაა “სამართლიანი არჩევნების” საჩივარი, ახალციხეში შესაძლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მენეჯერებთან შეხვედრა გამართა, 6 სექტემბერს, ხოლო 8 სექტემბერს, ახალციხეში “ქართული ოცნების” პარტიული ღონისძიება გაიმართა. ორგანიზაციაში მიუთითებენ, დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა , რომ პარტიულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების თანამშრომლები. სწორედ ამ ამბის შესწავლის მიზნით მიმართა ISFED-მა შესაბამის ორგანოს.
რა ეტაპზეა საჩივრის განხილვის პროცესი? – ამის შესახებ ინფორმაციის მიღება ახალციხის საოლქოს ხელმძღვანელთან, თეა გავაშელთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ჩვენს ზარებს არ პასუხობენ არც ცესკოში და არც ბაღების გაერთიანებაში.
ამავე თემაზე: საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები და დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონეები, კომისიის წევრებად – ISFED
ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულების Facebook გვერდიდან. სახავს 6 სექტემბერს გამართულ შეხვედრას.