ღირს შეუნიშნაობები

October 10, 2024

ეს ფილმი მოგითხრობთ კულტურულ მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ნადგურდება: პეტროგლიფები იშლება, მენჰირები იქცევა, ყორღნები იძარცვება , პირველი იარაღის საწარმო ინგრევა და აღმოჩენილ დარანებს ისევ მიწა გადააყარეს.

ამ ძეგლების დიდ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ანიჭებენ.

სტატუსის არსებობის შემთხვევაში ამ დაუცველი ძეგლების დაცვის ვალდებულება კულტურის სამინისტროსთან ერთად, კანონით დაევალებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებს და კერძო სამართლის იურიდიული პირებსაც. ფილმის მომზადების პროცესში ჩვენ არაერთ აქ ჩამოთვლილ უწყებას ვთხოვეთ საჯარო ინფორმაცია , ფილმი ამ გზით მიღებულ და მიუღებელ შედეგებსაც ეყრდნობა.

ავტორი: ლამუნა ირემაშვილი