რა პრობლემების მოგვარება სურთ საყუნეთლებს

February 10, 2025

ახალციხის მერის მოადგილე, ვაჟა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ თუ სოფელში სანიაღვრე არხები გასაწმენდია, ის სოფლის მოსახლეობამ უნდა გაწმინდოს, რადგან ციტატა: “სოფელში ასე ხდება.” 

რა პრობლემების მოგვარება სურთ საყუნეთლებს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ახალციხის მერის მოადგილე, ვაჟა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ თუ სოფელში სანიაღვრე არხები გასაწმენდია, ის სოფლის მოსახლეობამ უნდა გაწმინდოს, რადგან ციტატა: “სოფელში ასე ხდება.” 

ამის შესახებ ვაჟა გაჩეჩილაძემ სოფელ საყუნეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენ კითხვებზე პასუხად თქვა. საკუთრივ შეხვედრაც იმ ტერიტორიაზე გაიმართა, რომლის გვერდითაც ეს კადრებია გადაღებული. 

საყუნეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მოსახლეობამ სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, პრიორიტეტად  სანიაღვრე არხების, გარე განათების და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დაასახელა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა რომ მერის მოადგილე სანიაღვრე არხების დასუფთავებას ხალხს მიაწერს, სწორედ ამავე ხალხმა არხების მოწესრიგება ბიუჯეტით არჩია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალურ ორგანოში ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 200 %-ით გააზარდონ იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების იქნება შერჩეული პროექტი.

საყუნეთში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ სოფელში სანიაღვრე არხები რამდენიმე ადგილზეა მოსაწყობი, რამდენად მოხერხდება პრობლემის სრული აღმოფხვრა უცნობია.