,, ფუფალა, ბანძუშკი, ,,კრემლის ძველი კახპები“ – დეზინფორმაცია, გენდერული ნიშნით- ამბები ქალებზე და არამხოლოდ მათზე

February 24, 2025

დეზინფორმაცია გენდერის შესახებ, შეურაცხმყოფელი მიმართვები, დამაკნინებელი ფრაზები და ჭორების გავრცელება პირადი ცხოვრების შესახებ. ამგვარი თავდასხმების ადრესატები ქართველი ქალი პოლიტიკოსები არაერთხელ გამხდარან.

ამან შესაძლოა ქალების პოლიტიკიდან და საჯარო სივრციდან გასვლა გამოიწვიოს. ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის კვლევაში.

კვლევის მიხედვით, დეზინფორმაციის, სექსისტური და სიძულვილის ენის, ჭორის და გამოგონილი ამბების გავრცელება, როგორც წესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თემების გააქტიურებას უკავშირდება, ასევე თავდასხმის ობიექტები ხშირად არიან ლგბტ – თემი და ის ადამიანები, ვინც ღია მხარდაჭერას უცხადებს მათ.

კვლევა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში გავრცელებული გენდერული და იდენტობის ნიშნით დეზინფორმაციის კვლევა იყო. მკვლევრები აკვირდებოდნენ პრო-სახელისუფლებო, ულტრამემარჯვენე მედიებს, ინდივიდუალურ ანგარიშებს, ფეისბუქ გვერდებს, დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მედიას. ,,კვლევის შედეგად გამოიკვეთა მკვეთრად მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიების სიხშირე პოლიტიკოსი ქალების და ლგბტ ქვიარ თემის აქტივისტების მისამართით.

,,ამ კამპანიებს მკვეთრად კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა, ორიენტირებული იყო ოპოზიციონერი, ქალი პოლიტიკოსების საჯარო სივრციდან გაქრობაზე. როგორც კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალი, გააქტიურდებოდა საჯარო სივრცეში. იქნებოდა ეს საპროტესტო აქციები თუ პოლიტიკური დღის წესრიგი თუ სხვა, მის წინააღმდეგ იწყებოდა კონკრეტული დისკრედიტაციის კამპანია. განსაკუთრებით თავდასხმის მსხვერპლი, გენდერული ნიშნით, რომელსაც ახასიათებს სექსისტური ენა, სიძულვილის ენა, ეიჯიზმი, აქცენტები ქალის გარეგნობაზე, ჩაცმის სტილზე ხასიათზე, ძირითადად მიმართული იყო სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ის ბინძური ენა, რომელიც გენდერულ დისკრედიტაციაში გამოიკვეთა ყველაზე თვალსაჩინო იყო ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ძირითადად აქტორები კი პროსახელუსფლებო მედიები აღმოჩნდნენ -ამბობს tok.tv –სთან კვლევის ერთ- ერთი ავტორი ქეთევან მურღულია.

ახდენს თუ არა დეზინფორმაცია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე გავლენას ვკითხეთ მკვლევარს.

Tags: