მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა გზებზე – “გარემოს ეროვნული სააგენტო” საქართველოში სტიქიური მოვლენების შეფასებას და 2025 წელს რეგიონებში მოსალოდნელი სტიქიების შესაძლო გააქტიურების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გეოლოგებმა თბილისი და 10 რეგიონი გამოიკვლიეს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთი. ამავე წყაროს ცნობით, გასულ წელს, გეოლოგიის დეპარტამენტმა საქართველოში 1 065 საფრთხის შემცველი უბანი შეაფასა.
ანგარიშის მიხედვით, სამცხე ჯავახეთის მხარე 8-9-ბალიანი სეისმური რისკის ზონაშია მოქცეული. 271 დასახლებული პუნქტიდან მაღალი რისკის ქვეშაა 24, საშუალო – 67, ხოლო დაბალი რისკის ზონაში 179 პუნქტი.
ადიგენი
ანგარიშში მოხვდა ადიგენის სოფელ უდის მეწყერი, რომლის გამოც ათობით ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა და სოფელ არალთან მეწყრის შედეგად დაზიანებული გზა, რომლის შეკეთების შესახებ დაპირება გასულ წელს გაიცა, თუმცა ამაოდ.
მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანდა არალთან
გეოლოგები 2025 წელს, მეწყრის გააქტიურებას ადიგენის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში პროგნოზირებენ: უდე, არალი, ვარხანი, აბასთუმანი, ჭელა, ზარზმა, ღოძე, სამყურე.
ხოლო ქვათაცვენა: მოხის, გოდერძის, აბასთუმნის საავტომობილო გზებზეა მოსალოდნელი.
ახალციხე
გეოლოგები ანგარიშში მიუთითებენ, რომ 2024 წელს, მუნიციპალიტეტში გეოდინამიკურიგართულებები არ დაფიქსირებულა. თუმცა ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ გაღმა აწყურში, თისელში, ტყემლანაში, ანში, საყუნეთში და სხვაგან შესაძლოა მეწყრული პროცესები გააქტიურდეს,
ხოლო, სხვილისში და ურაველში ღვარცოფს პროგნოზირებენ.
ანგარიში სრულად: დააჭირეთ აქ