სეისმური აქტივობა 07:13 საათზე დაფიქსირდა. როგორც Tok TV-ს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან 5 კილომეტრში, აღმოსავლეთით, სოფელ სპასოვკაში იყო. სეისმური აქტივობა ზედაპირიდან 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბიძგები მათთვის შეუმჩნეველი იყო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 99 სეისმური აქტივობაა აღრიცხული. მათგან 23 საქართველოს ტერიტორიაზე აღირიცხა, დანარჩენ 76 შემთხვევაში კი მიწისძვრის ეპიცენტრი მეზობელ ქვეყნებში, ირანში, შავი ზღვის ან კასპიის ზღვის ტერიტორიებზე იყო, თუმცა ბიძგების გავრცელების არეალში საქართველოც აღმოჩნდა.
2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნომებრამდე შუალედში თურქეთში დაფიქსირებული 14 მიწისძვრის ბიძგები გავრცელდა საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთის შეთხვევაში ეს რიცხვი 9-ს შეადგენს. როგორც ირკვევა, ბოლო ერთ წელიწადში სეისმურად ყველაზე აქტიური ორი მეზობელი ქვეყანა, რუსეთი (მიწისძვრის 20 შემთხვევა) და აზერბაიჯანია (მიწისძვრის 20 შემთხვევა).
საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მძლავრი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 7 აპრილს, დედოფლისწყაროში აღირიცხა. 4.7 მაგნიტუდა შეადგინა 15 ოქტომბერს დაბა ხარაგაულში მომხდარმა მიწისძვრამ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაფიქსირებული ბიძგებიდან კი ყველაზე მძლავრი სომხეთში მოხდარი მიწისძვრაა. 10 სექტემბერს 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის სეისმური აქტივობა ჯავახეთის ტერიტორიაზეც გავრცელდა.
სეისმურ მონაცემთა დანუშავებისა და ბაზების დეპარტამენტის უფროსი, მანანა ძმანაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში მომხდარ არც ერთ მიწისძვრას საქართველოში მსხვერპლი არ მოჰყოლია.