ბოლო 24 საათის განმავლობაში ნინოწმინდაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევაა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე რეგიონში ახალი კორონავირუსის 51 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ დაგვიდასტურა. მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობია ახალციხეში მამაკაცის ინფიცირების წყარო.
ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ის შემთხვევები რეგიონში ასე ნაწილდება:
- ადიგენი – 28,
- ნინოწმინდა – 13 ,
- ახალქალაქი – 7 ,
- ასპინძა – 2
- ახალციხე – 1.