ოცნების – 45.8% და 8% გადასახედი ოქმები – ,,სამართლიანი არჩევნებისგან”

November 1, 2020

სამართლიანმა არჩევნებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა.

„ქართულმა ოცნება“ – 45.8%; ცდომილება – 0.7%, (მინიმალური შედეგი – 45.1%, მაქსიმალური – 46.5%)

ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ – 26.4%; ცდომილებa – 0.6%, (მინიმალური შედეგი – 25.8%, მაქსიმალური – 27%)

„ევროპული საქართველო“ – 3.7%; ცდომილება – 0.2%, (მინიმალური შედეგი – 3.5%, მაქსიმალური – 3.9%)

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.1%; ცდომილება – 0.1%, (მინიმალური შედეგი – 3%, მაქსიმალური – 3.2%)

„ლელო“ მამუკა ხაზარაძე – 3.1%; ცდომილება– 0.2%, (მინიმალური შედეგი – 2.9%, მაქსიმალური – 3.3%)

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%; ცდომილება– 0.1%, (მინიმალური შედეგი – 2.9%, მაქსიმალური – 3.1%)

„გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძე – 2.8%; ცდომილება– 0.2%, (მინიმალური შედეგი – 2.6%, მაქსიმალური – 3%)

ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“ – 1.3%; ცდომილება– 0.1%, (მინიმალური შედეგი – 1.2%, მაქსიმალური – 1.4%)

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%; ცდომილება– 0.1%, (მინიმალური შედეგი – 0.9%, მაქსიმალური – 1.1%)

ნინო ბურჯანაძე „ერთიანი საქართველო“ – 0.9%; ცდომილება– 0.1%, (მინიმალური შედეგი – 0.8%, მაქსიმალური – 1%)

ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ამბობს., რომ შემაჯამებელი ოქმების 8 % საჭიროებს ხელახლა გადათვლას, რადგან სახეზეა დისბალანსი „რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“ . ,, ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლო შედეგზე მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები“ – ამბობს ნიჟრაძე.

ამასთან, სამართლიანი არჩევნები ითხოვს, გადათვლის პროცესში, გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფისთვის, მოწვეულნი იყვნენ პოლიტიკური სუბიექტების წარმოამდგენლები, დამკვირვებლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანზიაციები.

ე.წ. პარალელური დათვლის PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.