გაათავისუფლეს “ოცნების” მხარდამჭერები, რომლებმაც 8 სექტემბერს აქტივისტებზე იძალადეს

September 12, 2025

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები, რომლებიც კახა კალაძის შტაბთან დემონსტრანტებზე ძალადობდნენ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს, –  ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ​

როგორც უწყებაში მიუთითებენ, დაზარალებულმა აქტივისტებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, რის გამოც, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. 

საპირისპიროს ამბობს 8 სექტემბრის საპროტესტა ქციაზე დაზარალებული აქტივისტი, ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც “ოცნების” მხარდამჭერმა სილა გაარტყა. მისი თქმით: “იტყუებიან, რომ არ ვითანამშრომლეთ, იმის გამო რომ ვთქვი, სილა არ მეტკინა-თქო, სხვა კადრებიც მარტივად დააიგნორეს,” – განაცხადა აქტივისტმა. 

8 სექტემბერს, კალაძის შტაბთან დემონსტრანტებმა აქცია გამართეს, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მათშორის ჟურნალისტებსაც.

შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, 2 პირი დააკავა თუმცა ორივე გაათავისუფლა.