ევროსაბჭოს კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ “ოცნება” ამბობს, რომ წყვეტს ასამბლეის წევრობას

January 30, 2025

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი,” – 1999 წლის, 27 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას ეს სიტყვები წარმოთქვა მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ. 

ამ მოვლენიდან 26 წლის შემდეგ კი, უკვე ქართული ოცნების სახელით თეა წულუკიანმა თქვა ეს: “ვწყვეტ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში”

ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელშიც საუბარია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და აქტივისტების მიმართ ძალადობის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ამ მოქმედებების გასატარებლად კი ქართულ ოცნებას ვადა აპრილამდე განესაზღვრა.

რას ნიშნავს ასამბლეის დატოვება საქართველოსთვის ? ვკითხეთ ისტორიკოსს, ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელს, ცირა მესხიშვილს.