,,შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია -აბილიტაცია,თერაპიების დამატება – ასევე აქვა თერაპია,ბოტოქსის პროცედურა და ოპერაციების სრულ დაფინანსება;“- ეს ის მცირე საკითხებია, რომლის მოგვარებასაც, შშმ ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ.
სამინისტრომ 2024 წელს შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. პროგრამით განკუთვნილი 192 სეანსი 12 თვეზე გადანაწილდა, გაცდენის შემთხვევაში კი, მისი ანაზღაურება კანონით ვეღარ მოხდება. ვერც იმ შემთვევაში, თუ ბავშვს ოპერაციის ან ავადობის გამო მოუწევს ვარჯიშების გაცდენა.
ედიტა ქორთუა, მშობელი : ,, ისედაც საკმარისი არ იყო რეაბილიტაციია-აბილიტაციის სეანსები , თუმცა 2023 წელს 10-11 თვეზე იყო გადანაწილებული და 20 სეანსი გამოდიოდა, ცვლილების მიხედვით კი 12 თვეზე გადანაწილდა, რამაც თვეში ჩასატარებელი სეანსების რაოდენობის შემცირება გამოიწვია ეს კი ეფექტურობას კარგავს. იძულებულები ვიქნებით აგვისტოში , როცა ბავშვებისთვის ჰაერის გამოცვლა და დასვენება აუცილებელია, სეანსებზე ვატაროთ. “
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე Შშმ ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ. მშობლებმა 2023 წლის განრიგის დაბრუნება, რეაბილიტაცია-აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესება და შშმ ბავშვებისთვის სხვა სერვისების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ედიტა ქორთუა, ერთ-ერთია, ვინც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
Tok.tv უყვება, რომ მინისტრი საკითხის მოგვარებას დაჰპირდათ, თუმცა ბევრი პრობლემაა და მშობლებს სურთ სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოგვარება.
სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, მშობლები სახელმწიფოს რეგიონში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ.
Tok.tv – ის რეგიონში მცხოვრები შშმ ბავშვების მშობლები უყვებიან, რომ მათთვის განსაკუთრებით რთულია ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა, უჭირთ ბავშვების ტრანსპორტირება და სერვისებით სარგებლობა.
ნანა კინწურაშვილი, აქციის ორგანიზატორი:, ,,ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ რეგიონებში შშმ ბავშვებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის საკითხი მოაგვაროს, რადგან, რეგიონებში შშმ ბავშვების რაოდენობა დიდია, ყველგან კი როდია სერვის ცენტრი,აქედან გამომდინარე, მშობლებს თერაპიების პერიოდში უწევთ რეგიონებიდან ცენტრალურ დასახლებებში ბავშვების გადმოყვანა. ყველა მშობელს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. Შესაბამისად, ეს ბავშვები რჩებიან ამ სევისების მიღმა და ვთხოვთ ხელისუფლებას მიაქციონ ყურადღება ამ საკითხს, მოიფიქრონ მათზე ზრუნვის მექანიზმები. Სოფლებში, კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა.
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროში tok.tv უთხრეს რომ სამინისტროში საკითხზე მუშაობა დაწყებულია.
Tok.tv რედაქცია თემაზე მუშაობას აგრძელებს და ვრცელ მასალას შემოგთვაზებთ იმ შშმ ბავშვებზე, რომელთა მშობლებმაც, შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვა ქვეყანას მიმართეს დასახმარებლად.
ასევე, რამდენად ხელმისაწვდომია რეგიონებში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა.
Tags: შშმ ბავშვები, ჯანდაცვის მინისტრი