Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს შორის – საქმის ახალი დეტალები 

March 28, 2026

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჰამბარცუმ ბაბოიანის ცემაში მისივე თანაგუნდელს, “ქართული ოცნების” დეპუტატს, კარლენ მანასიანს ადანაშაულებენ.

მომხდარის ახალი გარემოებების შესახებ ჩვენს რედაქციას კიდევ ერთი წყარო უყვება.

საუბარია პირზე, რომლის წინააღმდეგაც ძალადობის ბრალდებით 2016 წელს საქმე იყო აღძრული. იმ პერიოდში მანასიანი ახალციხის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

ჩვენს რედაქციას წყარო დეტალურად უყვება, რომ საკრებულოს სხდომაზე სომხურ სასაფლაოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის შემდეგ ბაბოიანს ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მერმა, ვარლამ წიკლაურმა უსაყვედურა, შემდეგ კი მანასიანმა გარკვევის მოტივით საკუთარ მანქანაში დაიბარა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

მანასიანი ჩვენთან საუბარში ბრალდებას უარყოფს და ალოგიკურს უწოდებს.

დავუკავშირდით ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურსაც, რომელმაც ასევე უარყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიმართ საყვედურის გამოთქმა. მერმა გვითხრა, რომ მსმგავსი ფაქტი არ მომხდარა და დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

ჩვენ “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარი სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დღეს რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია. 

შსს-ში გვითხრეს, რომ მოიკითხავენ. მათგან პასუხის მიღებას ამ  დრომდე, მთელი დღის განმავლობაში ველოდებით.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს

ამავე თემაზე: სავარაუდო ცემის ფაქტი სომხური სასაფლაოს თაობაზე დასმული კითხვის გამო-ახალციხის საკრებულო