ანა ტყეშელაშვილი წალკაში, კლდეკარის 16 ნომერში ცხოვრობს, ამბობს რომ რამდენიმე თვეა აწუხებს მეზობელი, ზედა ქუჩდან წამოსული წყლის ნაკადი, რომელიც დიდი წვიმების შემდეგ მის საცხოვრებელ ეზოს და სახლს საფრთხეს უქმნის.
ქალის თქმით, ე.წ. სანიაღვრეში, რომელიც ღიაა, კანალიზაციაც არის დაერთებული დგას საშინელი სუნი და არის ანტისანიტარია.

ანა ტყეშელაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც პრობლემის შესახებ ჰყვება.
ანა ტყეშელაშვილი: ,,კანალიზაციის და წყლის პრობლემა, წალკის მერის მოადგილეს ანზორ ხინიკაძესაც აწუხებდა, თუმცა არხს მიმართულება შეუცვალეს და შედეგად მე დავზარალდი, კანალიზაცია და წყალი მომიშვირეს მე, გაიმიჯნოს კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა “- ამბობს ანა ტყეშელაშვილი.

ჩვენი რედაქცია ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს დაკავშირებოდა, ანზორ ხინიკაძე არც ჩვენს სატელოფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობს, მერმა კითხვის დასმის შემედეგ ტელეფონი გათიშა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი გვითხრეს რომ პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით არ აქვთ.