Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

სავარაუდო ცემის ფაქტი სომხური სასაფლაოს თაობაზე დასმული კითხვის გამო-ახალციხის საკრებულო

March 28, 2026

აღადგენს თუ  არა ახალციხის მერია სომხური სასაფლაოს ავარიული კედელს წელს ? – კითხვა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია ქართული ოცნების წევრმა, ჰამბარცუმ ბაბოიანმა დაუსვა. 

არქიტექტურის სამსახურის წარმლამდგენლემა, ქეთევან თედორაძე ბაბოიანს გუშინ საკრებულოს სხდომაზევე უპასუხა, რომ არა. მისივე თქმით, წელს ახალციხის მერიის ბიუჯეტში, სომხური სასაფლაოს რეაბილიტაციის ფული არ აქვთ გათვალისწინებული.

საკრებულოზე ამ განხილვიდან, მეორე დღეს, 28 მარტს, ჩვენ დაგვიკავსირდა წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა და გვითხრა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჰამბარცუმ ბაბოიანი, ამ შეკითხვის დასმის გამო “დაისაჯა” და მას სხდომის დასრულების შემდეგ მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, მერიის წარმომადგენლისათვის კრიტიკული კითხვის დასმის გამო, მით უფრო, რომ ბაბოიანი “ქართული ოცნების” რიგებიდანაა. 

წყარომ ჩვენ იმ პირის ვინაობაც დაგვისახელა, რომელიც ჰამბარცუმ ბაბოიანს  სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა თემაზე დამატებითი მოკვლევის გარეშე ჩვენ მის ვინაობას არ ვასახელებთ. 

რაც შეეხება საკუთრივ ბაბოიანს, ჩვენს მას მომხდარის გადამოწმების მიზნით დავუკავშირდით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჩვენს რედაქციასთან ცემის ფაქტს არც დაადასტურებს და არც უარყოფს.

 ჩვენ ასევე დავუკავშირდით, წყაროს მიერ ნახსენებ პირს, რომელმაც სავარაუდოდ იძალადა ბაბოიანზე. ის მომხდარს უარყოფს.

აქვთ თუ არა ინფორმაცია შსს-ში ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის შესაძლო ცემის ფაქტზე ? უწყებიდან პასუხის მიღებას ველოდებით. 

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განგრძობს.